მთავარისიახლეებიპოლიტიკათორნიკე რიჟვაძის პალმის რტო - აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული...

თორნიკე რიჟვაძის პალმის რტო – აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

Published on

,,პალმის რტო ფანტასტიკაში თორნიკე რიჟვაძეს გადაეცემა”, – ამ ლოზუნგით აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ სიმბოლურად პალმის რტოები მიიტანეს.

ასე გააპროტესტესათ მათ თორნიკე რიჟვაძის ინიციატივა, რომელიც ზღვაში ხელოვნური პალმის ფორმის კუნძულის გაკეთებას შეეხება. აქციის მონაწილეების თქმით, თორნიკე რიჟვაძემ ქალაქში უკანონო მშენებლობები უნდა შეაჩეროს და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე იზრუნოს.

,,რა მოიგონა ბათუმში, რა პალმაზეა საუბარი, ხიდი ვერ დაუგიათ. 80 ადამიანი გვიკვდებოდა დღეში და ახლაც არაფერია, დაბლა მივდივართ ბუნებრივად, მაგრამ კატასტროფა მოგვივიდა, კატასტროფა, დავკარგეთ უამრავი ხალხი და ვერაფერი ვერ გააკეთეს და გონია ახლა პალმას რომ იტყვის, პალმის ფორმის კუნძულს, რა კუნძული, ხალხი შიმშილით გვიკვდება.ასე გამოეხმაურა ელენე ხოშტარია, თორნიკე რიჟვაძის ინიციატივას, ბათუმში აშენდეს ხელოვნური კუნძული”

ექსკლუზიურად მინდა გაგანდოთ ერთი სიახლე – უკვე შევთანხმდით კონკრეტულ საინვესტიციო ჯგუფთან, რომ ბათუმში აშენდება პალმას მსგავსი ხელოვნური კუნძული. საკმაოდ დიდი ინვესტიცია იქნება გათვალისწინებული. წელს დავიწყებთ სიღრმისეულ კვლევებს. მოვიწვევთ საერთშორისო არქიტექტორებს, დიზაინერებს, მშენებლებს და როგორც კი კონკრეტული ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა დამტკიცდება, უკვე ძალიან მალე დაიწყება მისი მშენებლობა. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ეს იქნება ერთი მხრივ უნიკალური პროექტი თავისი მნიშვნელობით და შევძლებთ მსოფლიო პროგრესს უფრო მეტად ავუწყოთ ფეხი და ზღვაშიც შევძლოთ ახალი ტურისტული ლოკაციის გაჩენა და ამას, რა თქმა უნდა, დაემატება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები და სამუშაო ადგილები. -განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

სიახლეები

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...