მთავარისიახლეებიროგორ ხედავენ დღეს დეცენტრალიზაციას ზუგდიდის მერობის მსურველი კანდიდატები

როგორ ხედავენ დღეს დეცენტრალიზაციას ზუგდიდის მერობის მსურველი კანდიდატები [Video]

Published on

2014 წელს მინიჭებული თვითმმართველი ქალაქის სტატუსი 3 წელიწადში ზუგდიდმა დანარჩენ 6 ქალაქთან ერთდ დაკარგა. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება ძალაში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნის დღეს შევიდა. შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებას მაშინ უარყოფითი შეფასებები მოჰყვა როგორც ოპოზიციურ პარტიებში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებში.თვითმმართველი ქალაქის სტატუსის დაკარგვის შემდეგ უნდა ჩამოყალიბებულიყო დეცენტრალიზაციის სტრატეგიული, ერთიანი ხედვა, რომელიც ნიშნავს თვითმმართველობის განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლას. რა შეიცვალა რეალურად და როგორ ხედავენ დღეს დეცენტრალიზაციას ზუგდიდის მერობის მსურველი კანდიდატები.
თვითმმართველობის გაძლიერება რომ აუცილებელია, ამაზე ყველა კანდიდატი საუბრობს, თუმცა, რამდენად არის ეს ასახული მათ პროგრამებში და რაგზავნილები აქვთ საარჩევნოდ ამ საკითხთან დაკავშირებით – პასუხები არაერთგვაროვანია.
თვითმმართველობის მკვლევარი მაგდა პოპიაშვილი კანდიდატების ხედვებს ეხმაურება, მისი თქმით, თვითმმართველი სტატუსის გაუქმება ქალაქებისთვის გამიზნული ქმედება იყო ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან, რომ მაქსიმალური კონტროლი და ნაკლები საშრომი ჰქონოდათ არჩევნებზე. პოპიაშვილი მომავალ მერებს ურჩევს გაიაზრონ რეალური შედეგები და არ გაიმეორონ ის სამარცხვინო შემთხვევა, რაც 2017 წელს ზუგდიდის საკრებულოში მოხდა.
პაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ არანაირი დეცენტრალიზაცია არ მომხდრა, რაც მერობის კანდიდატებმა კარგად იციან, თუმცა ნაწილის მოსაზრებები ზოგადია. მაგდა პოპიაშვილი განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტებს უნდა გადასცემოდათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები ავტომატურად უნდა გამოცხადებულიყო მუნიციპალურ საკუთრებად.პოპიაშვილი ლაპარაკობს ეფექტიან ფისკალურ დეცენტრალიზაციაზეც.
ექსპერტი და მკვლევარი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობების გაძლიერება აუცილებელია და რეფორმების გატარება დღეს არსებული კოდექსითაც მარტივად შესაძლებელია.

სიახლეები

დაუსჯელობა საქართველოში რუსების მოგზაურობის სურვილზე იმოქმედებს-ზატულინი

რუსეთის დუმის დეპუტატი და ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინ...

ექიმების ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა კაპანაძეს, კლინიკაში შეყვანისას თითი ამპუტირებული ჰქონდა

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში განმარტავენ, რომ ვერაზე მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე დაკავებულ ნიკა...

ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოჯახის 2 წევრის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს - მას 13 წლამდე...

გამოხატვის თავისუფლების ასეთი შეზღუდვა ოცნებისთვისაც უპრეცენდენტოა – ქარტია სანაიაზე

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ჟურნალისტ ვახო სანაიას პატიმრობას ეხმაურება და გმობს ოცნების სადამსჯელო ზომებს ფორმულასა...