მთავარისიახლეებიირაკლი კობახიძის თქმით, სისხლიან ბანერებს პარტიასთან კავშირი არ აქვს

ირაკლი კობახიძის თქმით, სისხლიან ბანერებს პარტიასთან კავშირი არ აქვს [Video]

Published on

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები დედაქალაქის შემდეგ ზუგდიდშიც გამოჩნდა – არჩევნებამდე 2 კვირით ადრე “სისხლიანი ბანერები” ქალაქის თვალსაჩინო ადგილებში გამოფინეს. ოპოზიციის შეფასებით, ხელისუფლების ამგვარი ქმედება უუნარობისა და სრული კაპიტულაციის გამოხატულებაა. ბანერებთან დაკავშირებით კომენტარი ზუგდიდში მყოფმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, პარტიასთან არანაირი კავშირი არა აქვს ბანერებს.ბანერები წარწერით „არა ნაცებს! არა ბოროტებას! არა ღალატს!“ ქუჩებში 17 სექტემბერს გამოჩნდა. მათი ავტორი ბიზნესმენი მიხეილ გაბრიაძეა.ბანერები ვაქცინაციის ბილბორდებზე კომპანია „ალმამ“ გადააკრა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა კომპანია “ალმას” ოფიციალური წერილით მიმართა და სისხლიანი ბანერების ჩანაცვლება მოითხოვა ისევ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერებით, რაზეც „ალმამ“’ ოფიციალური პასუხი წერილობით გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სარეკლამო კომპანია „ალმამ“, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი, რითაც მაქსიმალურად შეუწყო ხელი საზოგადოების ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიის ეფექტიანად განხორციელებას.ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც იწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. შესაბამისად, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ სარეკლამო ბანერების შინაარსი და ვიზუალიზაცია, რამაც საზოგადოების ნაწილის ობიექტური გაღიზიანება გამოიწვია“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სიახლეები

WSJ- ტრამპი უკრაინის დრონების ინდუსტრიით აღფრთოვანდა

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეგონა,...

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის...

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა,სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს...