მთავარისიახლეებიპროდუქტებზე, მედიკამენტებზე და სხვა სახის პირველადი საჭიროების საშუალებებზე ფასები რადიკალურად გაიზარდა

პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და სხვა სახის პირველადი საჭიროების საშუალებებზე ფასები რადიკალურად გაიზარდა [Video]

Published on

პროდუქტებზე, მედიკამენტებზე და სხვა სახის პირველადი საჭიროების საშუალებებზე ფასები რადიკალურად გაიზარდა. ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისს ხელისუფლება პანდემიით ხსნის .
როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბარისას განმარტავენ, წინა წლებთან შედარებით ფასები საგრძნობლადაა გაზრდილი, როგორც სურსათზე, ასევე მედიკამენტებზე და სხვა პირველადი მოხმარების საგნებზე. ისინი ვერ ახერხებენ მათთვის საჭირო ელემენტარული საკვები პროდუქტების შეძენას და ამბობენ , რომ მომატებული ფასების და მინიმალური შემოსავლის გამო ცხოვრება დღითიდღე გაუსაძლისი ხდება . ფასების ზრდას აპროტესტებენ როგორც მოვაჭრეები ასევე მომხმარებლებიც.

ყველაზე მძიმე სოციალური წნეხის ქვეშ პენსიონერები იმყოფებიან, ის თანხა რასაც ისინი ყოველთვიურად სახელმწიფოსგან იღებენ , მათთვის საჭირო მედიკამენტებისთვისაც კი არ არის საკმარისი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ფასების საერთო დონე საშუალოდ 7.2%-ით გაიზარდა, ერთი წლის განმავლობაში ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა: ჯანდაცვაზე, მედიკამენტებზე, ტრანსპორტზე, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...