თბილისში 20 წლის ბიჭია დაჭრილი

0
212

თბილისში, ნიკოლაძე-ანჯაფარიძის ქუჩის კვეთაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შემთხვევა დღეს, 15 სექტემბერს, მოხდა. დაჭრილი 20 წლისა, მას 9 ტყვია აქვს მოხვედრილი და მძიმე მდგომარეობაშია გადაყვანილი საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე საგამოძიებო ქმედებები უტარდება  ავტომობილს, რომლითაც მოხდა დაჭრილის საავადმყოფოში გადაყვანა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ოთხმა პირმა ,,რენჯ როვერის” მარკის მანქანაში მჯდომი პირი მანქანიდან გადმოიყვანა და ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა.

,,რენჯ როვერის” მარკის ავტომობილზე 2 ტყვიის კვალი ემჩნევა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს

წინა სტატიაქარელში, “მთავარი არხის” ოპერატორი “ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს
შემდეგი სტატია ქარელში, ოცნების შტაბში “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფს დაესხნენ თავს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური