სოლიდარობა ლევან აბლოთიას – ოპოზიციაში ქარელში ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურებიან

0
223

ჟურნალისტებზე თავდასხმას  ქარელის ქართული ოცნების შტაბში, რის შედეგადაც მთავარი არხის ოპერატორილევან აბლოთია  მძიმედ დაშავდა ოპოზიციაში ეხმაურებიან

,,ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა – არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ სუს-თან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მელიას თქმით, მომხდარ ფაქტს საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს.

“სოლიდარობა ლევან აბლოთიას, ადამიანს, რომელიც საკუთარ მოვალეობას ასრულებდა, სოლიდარობა “მთავარ არხს” და მთელ ჟურნალისტთა კორპუსს. მე მგონი, ყველანი დავრწმუნდით კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლება, რომელიც 5 ივლისის შემდეგ კვლავ ბედავს და ჟურნალისტს მეორე სართულიდან აგდებს და ახლა ამბობს, რომ ის თავისით გადმოვარდა – არ არის ხელისუფლება და არც რეჟიმია. ესენი არიან აი, აქ, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, აქ მომუშავე მაღალი თანამდებობის პირების მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები. ის ბატონი კობახიძე, მდინარაძე, კალაძე, ღარიბაშვილი – ესენი უბრალოდ არიან მოლაპარაკე თავები. ამ ქვეყანას მართავს თავიდან ბოლომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ემსახურება მხოლოდ ერთ ადამიანს.

ჩვენ ახლა გვაქვს ცივილიზებული არჩევანი, ნურავინ ნურავის ნუ მიაყენებს შეურაცხყოფას და ნუ ეტყვის, რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევა, ეს არის ცივილიზებული არჩევნები. ან ქუჩაში გვხოცავენ, ან ვერ გვხოცავენ, ან ჩვენი ბავშვები იამაყებენ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებით, ან ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ ამ ქვეყნიდან წასვლაზე – ეს არჩევანია.

ამათი საქმე არის მხოლოდ ის, რითაც არის დაკავებული ქარელის მერობის კანდიდატი, ზედმეტსახელად “ოსტატი”, რომელიც გადმოუბირებიათ და რომლის პირდაპირი მოვალეობა ყოფილა სათვალთვალო კამერების დამონტაჟება მაღალი თანამდებობის პირებისთვის.

ხალხო, ეს არის არჩევანი, სადაც უნდა დავადასტუროთ, რომ ან ამაყი ხალხი ვართ, ან უბრალოდ მასა ვართ. ამიტომ მოვიკრიბოთ ძალები და საკადრისი პასუხი გავცეთ”, – განაცხადა მელიამ.

“ქარელში მმართველი კრიმ-პარტიის ოფისში მთავარი არხის ჟურნალისტებზე ხელისუფლების ზონდერთა სასტიკი თავდასხმა დასტურია,რომ ქვეყანაში მძვინვარებს ტერორისტული დიქტატურა,რომელიც დაუყოვნებლივ და გადაუდებლად უნდა მოვიცილოთ. საფრთხეშია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე.” -წერს შალვა ნათელაშვილი

ცნობისთვის, ქარელში “ქართული ოცნების” შტაბში ინციდენტი მოხდა, რა დროსაც “მთავარი არხის” ოპერატორი ლევან აბლოთია დაშავდა. “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ოპერატორი აივნიდან გადმოაგდეს. “ქართულ ოცნებაში” აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპერატორი “კიბის ბაქანზე მოაჯირს წამოედო და გადავარდა”

წინა სტატია“მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს, ნეკნებთან და ხელთან დაკავშირებით ამ ტექნიკით არაფერი ჩანს” – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიასპეცოპერაცია შიდა ქართლში – სავარაუდოდ ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო გორსა და მის მიმდებარე სოფლებში რამდენიმე პირი დააკავეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური