სკოლებში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო

0
328

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო, საკლასო ოთახებში სწავლა კი 4 ოქტმბერს განახლდება.

სწავლის ონლაინ რეჟიმში განახლების გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 31 აგვისტოს გამოაცხადა.

მათივე გადაწყვეტილებით, 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა.

“სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება, ანალოგიური რეგულაცია გავრცელდება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებზე. 4 ოქტომბრამდე შეზღუდული დარჩება სააღმზრდელო დაწესებულებების მუშაობა და ეს ეხება, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ბაღებსაც.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენციის მიუხედავად, კვლავ აქტიურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, დაიცვან სოციალური დისტანცია და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში”, – განაცხადა 31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ.

წინა სტატიარას ნიშნავს გარყვნილები? რა გარყვნილება გაქვთ ჩვენი ნანახი ?  – ნიკა გვარამიას შეკითხვა კობახიძესდა მდინარაძეს
შემდეგი სტატია4 ოქტომბრიდან სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას – ჩხენკელი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური