გაერომ უკრაინას მეგის ქარდავას ექსტრადირება აუკრძალა

0
709

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის სამმართველომ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი მეგის ქარდავა, რომელსაც უკრაინა საქართველოში ექსტრადიციას უპირებდა, საერთაშორისო პროტექციის ქვეშ აიყვანა და უკრაინას აუკრძალა საქართველოსთვის მისი გადაცემა – ამის შესახებ თეა თუთბერიძე “ფეისბუქზე” წერს და გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისრის სამმართველოს მიერ გაცემულ დოკუმენტსაც აქვეყნებს.

შეგახსენებთ, მეგის ქარდავა უკრაინაში ჯერ კიდევ 2017 წელს დააკავეს. აყვანისთანავე მან ქვეყნის ხელისუფლებას თავშესაფარი მოსთხოვა.
უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, პირისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე, დაუშვებელია მისი ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტა.

ასევე, შეგახსენებთ, რომ “ოდიშინიუსი” ჯერ კიდევ 11 სექტემბერს წერდა მეგის ქარდავას შესაძლო ექსტრადიციის შესახებ, სტატია შეგიძლიათ აქ ნახოთ:

უკრაინიდან მეგის ქარდავას ექსტრადიცია იგეგმება – ზელენსკი-ღარიბაშვილის გარიგების დეტალები

იმის მიუხედავად, რომ თავშესაფრის მიღების თხოვნაზე ოფიციალურად არც თანხმობაა მიღებული და არც უარი, სამი თვის წინ საემიგრაციო სამსახურმა ქარდავას არ გაუგრძელა ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების ვადა, რაც ქარდავას ადვოკატმა სასამართლოში გაასაჩივრა.

აღნიშნული საკითხის განხილვა სასამართლოში ჯერ დაწყებულიც არ იყო, როცა უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქარდავას ექსტრადირების შესახებ, რაც ასევე, გასაჩივრდა სასამართლოში მეგის ქარდავას მიერ. 13 სექტემბერს სააპელაციო სასამართლომ, ფაქტობრივად, დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ, თუმცა, გაეროს აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ ექსტრადიცია ვერ განხორციელდება.

“პიროვნება (მეგის ქარდავა, – რედ.) ექვემდებარება გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის სამმართველოს დაცვას. კერძოდ კი, უნდა დაცული იყოს იძულებით იმ ქვეყანაში დაბრუნებგან, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას საფრთხე ემუქრება.
ეს სერთიფიკატი ძალაშია გამოცემიდან 3 თვის განმავლობაში”, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელსაც თეა თუთბერიძე აქვეყნებს.
“The holder of this letter is a person of concern the the Office of the United National High Commissioner for Refugees, and should, in particular, be protected from forcible return to a country where the person would face threats to the life or freedom. Any assistance to the above-named individual would be most appreciated.
This certificate is valid for three month from the day of issuance.”

წინა სტატია„ქართულ ოცნებას” არავინ ეკითხება, სურს თუ არა მას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები – ბადრი ჯაფარიძე
შემდეგი სტატიაგავრცელებული მასალებით, სუს-ი ელჩებს უსმენს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური