4 ოქტომბრიდან სადაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე დაბალი იქნება, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას – ჩხენკელი

0
397

ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო, თუმცა ეს დროებითი გადაწყვეტილებაა. ​ეპიდვითარების გაუმჯობესების ტენდენციიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით, ბავშვები, ისევე როგორც სტუდენტები, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებს 4 ოქტომბრიდან დაუბრუნდებიან, თუმცა მსურველებისთვის კვლავაც ძალაში იქნება დისტანციური სწავლის ფორმა.

“წელს, პანდემიის გამო სასწავლო წელი დისტანციურ ფორმანტში იწყება, მაგრამ ეს დროებითია. 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებში და სოფლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, სკოლები, პროფესიული სასწავლებლები და უმაღლესები შეძლებენ დასწრებულ ფორმატზე გადასვლას.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ პირველ კლასელებს თავიანთი სასკოლო გამოცდილება, მათი პირველი გაკვეთილები ჩაუტარდეთ ბუნებრივ სასკოლო გარემოში, შესაბამისად, პირველკლასელები სწავლას 4 ოქტომბერს დაიწყებენ იმ სკოლებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება ნაკლები,“ – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

წინა სტატიასკოლებში ახალი სასწავლო წელი დისტანციურად დაიწყო
შემდეგი სტატია60 გარდაცვლილი და 2 515 ახალი შემთხვევა – კორონავირუსის ახალი სტატისტიკა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური