მთავარისიახლეებისაზოგადოებავაქცინაციის წამახალისებელი პირველი ლატარია გათამაშდა

ვაქცინაციის წამახალისებელი პირველი ლატარია გათამაშდა

Published on

გათამაშდა ვაქცინაციის წამახალისებელი პირველი ლატარია . ყოველდღიურ ლატარიაში 100 და 500 ლარი გათამაშდა და გამოვლინდა 160 გამარჯვებული. მათგან  100 ლარი მოიგო 150-მა ვაქცინირებულმა მოქალაქემ. 10-მა კი 150-150 ლარი.

ლატარიის გათამაშებები ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge ყოველდღე 12 საათზე იმართება. აცრილმა მოქალაქეებმა იმის გასაგებად მოიგეს თუ არა, მითითებულ ველში უნდა ჩაწერონ პირადი ნომერი.

ლატარიის საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს და გათამაშდება ყოველდღიურ რეჟიმში წლის ბოლომდე.

ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშებაც. ყოველდღიურად გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად 1 000, 1 500, 5 000 და 10 000 ლარი, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს გაიმართება და საპრიზო ფონდი 100 000 ლარი იქნება.

ლატარიაში მონაწილეობას იღებენ, როგორც სრულად აცრილები, ისე ერთი დოზით აცრილი მოქალაქეები. კომპანია შემთხვევით შერჩევითობის პრინციპით გამოავლენს გამარჯვებულებს და შესაბამისად შეატყობინებს მათ, ლოტოტრონის პრინციპით კი საბოლოო გათამაშება იქნება.

როგორც ლატარიის კომპანიაში განაცხადეს, რომ ვაქცინირებული მომხმარებლების იდენტიფიცირება პირველი აცრის რეგისტრაციისას NDCD-ის ბაზაში მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის მიხედვით ხდება.

მათივე განმარტებით, თუ მოქალაქის ბილეთმა ერთხელ გაიმარჯვა ყოველდღიურ გათამაშებაში, ის აღარ მონაწილეობს მომდევნო ყოველდღიურ გათამაშებაში, მაგრამ მიიღებს მონაწილეობას ყოველკვირეულ და შემაჯამებელ გათამაშებებში, ხოლო თუ ბილეთმა მოიგო ყოველკვირეულ გათამაშებაში, ის ის შემდგომში მონაწილეობას მიიღებს შემაჯამებელ გათამაშებაში.

ლატარიის კომპანიის განცხადებით, 18 წლამდე აცრილი პირის ბილეთი მშობელს, მეურვეს ან ოჯახის სრულწლოვან წევრს გადაეცემა.

მათივე ცნობით,1000 ლარამდე მოგების განაღდება შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ლატარიის სერვის-ცენტრებში, რომლებიც განლაგებულია ყველა მსხვილ სავაჭრო მოლში მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო 1000 ლარზე მეტის მოგების შემთხვევაში მოგებულს თანხა ჩაერიცხება მის პირად საბანკო ანგარიშზე.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...