მთავარისიახლეებიპროკურატურას მტკიცებულებები გადავეცით - ანი წითლიძე

პროკურატურას მტკიცებულებები გადავეცით – ანი წითლიძე [Video]

Published on

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრმა ანი წითლიძემ ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მისი თქმით, მან უწყებას ყველა ის აუდიომტკიცებულება გადასცა, რომელიც გამოძიებისთვის საკმარისი მასალაა, რომ საქმე სწორად და დეტალურად გამოიძიონ. საქმე ეხება ყულიშკარის სოფლის მცხოვრებ რევაზ გვილიას, რომელიც ენმ-ის მხარდამჭერია და რომელსაც, როგორც თვითონ ამბობს, ქართული ოცნებიდან დაუკავშირდნენ და მასზე კომპრომატების არსებობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც წლების წინ რუსეთში მყოფი გვილიას საბანკო ვალებს უკავშირდება. გვილიამ 1 სექტემბერს ბრიფინგზე კონკრეტულ გვარები დასახელა, მათ შორის არიან მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია და ყოფილი დეპუტატი მერაბ ქვარაია.
ანი წითლიძე მოუწოდებს პროკურატურას, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით და დაიწყონ გამოძიება, რადგან აღნიშნული ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულის ფაქტებს შეიცავს და აუცილებლად უნდა აგოს პასუხი მასში მონაწილე ყველა პირმა. წითლიძის თქმით, მუქარები რევაზ გვილიას მიმართ საჯაროდ მისი გამოსვლის შემდეგაც გაგრძელდა.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...