ხობის პოლიციის უფროსის მძღოლი კონტრაბანდის ბრალდებით დააკავეს

0
321

ფინანსურმა პოლიციამ ხობის პოლიციის უფროსის მძღოლი კონტრაბანდის ბრალდებით დააკავა.ინფორამაციას მთავარი არხი ავრცელებს.

შემთხვევა გასულ ღამეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ბ.კ -ს ოკუპირებული აფხაზეთიდან საკუთარი მანქანით გადმოჰქონდა სიგარეტი.

მძღოლისა და კიდევ 2 პირის დაკავებას ადასტურებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც.მისი ცნობით, პირთა ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. ერთ-ერთი შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხობის რაიონული სამმართველოს სპეციალისტია.

უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 3 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით შეადგენს 13 640 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

წინა სტატიანეკრესელი მიტროპოლიტი კორონავირუსის მძიმე დიაგნოზით კლინიკაში იმყოფება
შემდეგი სტატიაუჯარმაში სასულიერო პირმა სიწმინდეები გაანადგურა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური