მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ტელეკომპანია იმედი კანონზე გადაბიჯებით ასრულებს ივანიშვილის დავალებას

გიგა ბოკერია: ტელეკომპანია იმედი კანონზე გადაბიჯებით ასრულებს ივანიშვილის დავალებას

Published on

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ დააკმაყოფილა პარტია ევროპული საქართველოს საჩივარი ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ.

,,კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მხარეთა პოზიციები მოისმინა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, მიიჩნია, რომ ტელეკომპანია „იმედმა“ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაარღვია

იმედის მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი,რომელიც განსახილველად სასამართლოს გადაეგზავნება”. – წერია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.

საქმე ეხება „ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილ უფასო წინასაარჩევნო რეკლამას, რომელიც ტელეკომპანიამ ეთერში არ განათავსა. აღნიშნული პოლიტიკური რეკლამის ეთერში განუთავსებლობის მიზეზად „ტელეიმედმა“ ვიდეო-რგოლში გამოყენებული სიძულვილის ენა დაასახელა.

კომუნიკაციების კომისიის თქმით, ევროპული საქართველოს წინასაარჩევნო რეკლამის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დადგენილ პრინციპებს და არ არღვევს სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს,რომლის თანახმად პოლიტიკური რეკლამა, მათ შორის, ხელს არ უნდა უწყობდეს შუღლის გაღვივებას, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ხელისუფლების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ მოწოდებას, რელიგიური ან ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას, უხამსობას ან პორნოგრაფიას

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელმაც ტელეკომპანია იმედის მიმართ პარტიის საჩივარი დააკმაყოფილა

“ამ მარეგულირებელსაც კი გაუჭირდება რომ შავით თეთრზე რამე თქვას და აქ ერთ რეკლამაში ან ორ რეკლამაში კი არ არის საქმე, იმედი ევროპული საქართველოს მიმართ იქცევა წინა არჩევნებიდან მოყოლებული. კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებაშია საქმე. ტელეკომპანია იმედი- ივანიშვილის დავალებას კანონზე გადაბიჯებით ასრულებს ეს ერთი და მეორე, ჩვენ ვიცით რის გამო არ უშვებს რეკლამას. იქ არის ცნობილ პლაკატზე, პაროდიაზე, როდესაც ბრეჟნევი და ჰონეკერის კოცნაზე არის პუტინის და ივანიშვილის ალეგორია და ეს აღმოჩნდა პერსონალურად მიუღებელი ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის და ამ დავალებას კანონზე გადაბიჯებით ასრულებს ტელეკომპანია იმედი. ამიტომ არის ეს ნიშანდობლივი, აქედან ჩანს, რა უნდა ივანიშვილს და მის გარემოცვას, ქვეყანაში როგორი წესები უნდა. რასაც იმედზე აკეთებს, ეს უნდა რომ იყოს ყველგან. ამიტომ არის ეს საგანგაშო და არა იმიტომ რომ ერთი რეკლამა არ გავიდა, ამას გადავიტანდით როგორმე”. ამბობს ბოკერია.
.

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...