მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ ახდენს ზეწოლას ენმ-ის მხარდამჭერზე? - ანი წითლიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს

ვინ ახდენს ზეწოლას ენმ-ის მხარდამჭერზე? – ანი წითლიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს [Video]

Published on

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისი საკუთარ მხარდამჭერზე ზეწოლაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს. ორგანიზაციის თავმჯდომარის ანი წითლიძის თქმით, საუბარია ყულიშკარში მცხოვრებ რევაზ გვილიაზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომ პარტიას ტოვებდა, მიზეზად კი ნაციონალური მოძრაობის გახარიასთან კავშირს ასახელებდა. ინფორმაცია სააგენტოებმაც გაავრცელეს. ანი წითლიძე აცხადებს, რომ რევაზ გვილიას ქართული ოცნებიდან დაუკავშირდნენ და მასზე კომპრომატების არსებობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც წლების წინ რუსეთში მყოფი გვილიას საბანკო ვალებს უკავშირდება. წითლიძე კონკრეტულ გვარებს ასახელებს, მათ შორის არიან მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია და ყოფილი დეპუტატი მერაბ ქვარაია.
ნაციონალური მოძრაობა მიმართავს პროკურატურას, დაინტერესდეს ფაქტით და დაიწყოს გამოძიება, რადგან ანი წითლიძის თქმით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.
რაც შეეხება რევაზ გვილიას, მას მეედიასთან კომუნიკაცია არ სურს. ქართული ოცნების შტაბში კი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ რომ ამ თემაზე კომენტარს არ აკეთბენ.

სიახლეები

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის...

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა,სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს...

შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან...