მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი გახარია: ,,ზოგიერთებმა, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით, ბანკებით სირბილი დაიწყეს

გიორგი გახარია: ,,ზოგიერთებმა, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით, ბანკებით სირბილი დაიწყეს

Published on

ექსპრემიერმინისტრი და თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია ამბობს, რომ ოპონენტებმა მასთან დებატებზე პირისპირ დაჯდომის შიშით “ბანკებით” სირბილი დაიწყეს.

“ზოგიერთებმა, სამწუხაროდ, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით, ბანკებით სირბილი დაიწყეს და მე ამისთვის უბრალოდ, ახლა არ მცალია. ამ ბანკებით სირბილს ჯობია, პირისპირ დავსხდეთ და ვისაუბროთ ქვეყანაზე. ამ ქალაქში, ვინც აქ დავიბადეთ, ყველამ ვიცით, რომ არაფერი არ იმალება. იმის მაგივრად, რომ ბანკებით ვირბინოთ, თუ პირისპირ არ გვინდა დაჯდომა დებატებში, მაშინ ვთქვათ, რომ არ გვინდა, ან ვერ ვსხდებით… ვთხოვე მოქმედ მერს, დავჯდეთ პირისპირ დებატებში, ისევე როგორც ნიკარონ მელიას”, — განაცხადა გახარიამ.

გახარია, ასევე, ახლო მომავალში ნარკოტესტთან დაკავშირებით “საინტერესო ინფორმაციის განდობას” აანონსებს.

“რაც შეეხება ტესტს, ტესტთან დაკავშირებით სულ მალე ძალიან საინტერესო ინფორმაციას გაგანდობთ”, — აღნიშნა გახარიამ.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ნარკოტესტი რამდენიმე დღის წინ ჩააბარა და ოპონენტებსაც იგივე მოუწოდა

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...