2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო – ქართველებმა ერაყელი ბიზნესმენის სახლი გაძარცვეს

0
306

ერაყის მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა ბიზნესმენის სახლიდან 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს . ქურდობა ერაყის ქურთისტანის ქალაქ დაჰუკში მოხდა. ინფორმაცია  ადგილობივ სამართალდამცავებზე დაყრდნობით ვრცელდება.

ძარცვაში 4 ადამიანი მონაწილეობდა, მათგან ერთი ქალია, იგი   5 თვის განმავლობაში მუშაობდა   ბიზნესმენის,  ოქროთი მოვაჭრის სახლში დამლაგებლად  და იქვე  ცხოვრობდა. პოლიცია აცხადებს, რომ , დანაშაულის ჩადენის დროს ოჯახი შინ არ იმყოფებოდა,

როგორც ირკვევა, ქალმა თანამზრახველთან ერთად დაგეგმა ქურდობა, ფული და ოქროულობა მოიპარა , ნაძარცვი ქალაქის ერთერთ უბანში,  სამალავში შეინახეს  და საქართველოდან  ორი თანამემამულე მოიხმო, რომ  ქვეყნიდან ფულის გატანაში დახმარებოდნენ.

მათი თანამზრახველები  საქართველოდან 31 აგვისტოს ჩავიდნენ და  ამის შემდეგ ერთად სცადეს  ფულისა და ოქროს გატანა , თუმცა ნაძარცვის ტრანსპორტირება ვერ შეძლეს – პოლიციამ საქმე ცხელ კვალზე გახსნა, სამალავსაც მიაგნო და სამკაულების უმეტესობა  მფლობელს დაუბრუნა.  მძარცველებმა გაქცევა შეძლეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ  ქალი თურქეთში გადავიდა და თან 20 000 დოლარი წაიღო

აღნიშნულ ძარცვას დაჰუკის ისტორიაში წინასწარ დაგეგმილი ყველაზე დიდი ძარცვა უწოდეს.

წინა სტატიაგიორგი გახარია: ,,ზოგიერთებმა, დებატებში პირისპირ დაჯდომის შიშით, ბანკებით სირბილი დაიწყეს
შემდეგი სტატიატესტი გაარკვევს, ვინ იმაიმუნა, არ მინდა მე ნარკომანი ქალაქის მერი – ამბობს ალეკო ელისაშვილი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური