მთავარიUncategorizedშანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს

შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვი დუმილის უფლებას იყენებს

Published on

შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რაფაელ მურსაკულოვის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი  დუმილის უფლებას იყენებს, დანაშაულს უარყოფს და ამბობს, რომ ქალს არ იცნობდა.

“მე გუშინ შევხვდი, გავესაუბრე, რაც შეეხება აღიარებას – იგი არ აღიარებს და უარყოფს მასთან ნაცნობობას და შეხვედრაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ის დუმილს იყენებს, ოფიციალურად ბრალი ჯერ არ წარდგენია. არ იცნობდა, არანაირი შეხება მაგ ქალბატონთან მას არ ჰქონია”. – ამბობს ადვოკატი.

შანაე ბრუკის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, 33 წლის რაფაელ მურსაკულოვი გუშინ, 8 სექტემბერს დააკავეს.

მურსაკულოვი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე ცხოვრობდა. გამოძიების ფარგლებში მისი სახლიდან ტანსაცმელი და სხვა ნივთები ამოიღეს.

33 წლის ბრალ­დე­ბუ­ლს Facebook გვერდზე  სა­მუ­შაო ად­გი­ლად ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი – ის მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი იყო, თუმცა, 23 აგვისტოს, შემთხვევიდან 3 კვირის შემდეგ, პირადი განცხადების საფუძველზე მოითხოვა გათავისუფლება. ქართულ ოცნებასთან კავშირს მის Facebook გვერდზე გავრცელებული ფოტოებიც მოწმობს.

ერთ-ერთ ფოტოში ის ქართული ოცნების დეპუტატთან, ირაკლი ზარქუასთან ერთად იმყოფება. ამასთან დაკავშირებით ზარქუა ამბობს, რომ არაირი მნიშვნელობა არ აქვს პარტიულ კუთვნილებას და დამნაშავე კანონმდებლობით გასამართლდება.

ამჟამად, ბრალდებულის გვერდი Facebook-ზე აღარ იძებნება.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...