მთავარიUncategorizedესებუას სინდრომი: ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეირაღებული პირია შეჭრილი და მძევლები ჰყავს...

ესებუას სინდრომი: ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეირაღებული პირია შეჭრილი და მძევლები ჰყავს აყვანილი

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეირაღებული პირია შეჭრილი და მძევლები ჰყავს აყვანილი. მათივე ცნობით,  ჭავჭავაძის ქუჩაზე მობილიზებულები არიან უწყების თანამშრომლები .

“თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს – დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და დაემორჩილონ ადგილზე პოლიციელთა მითითებებს”, – წერია განცხადებაში.

უწყების განცხადებაში არაფერია ნატქვამი დეტალებზე, მაგრამ ამაზე ლაპარაკობენ ბანკის სიახლოვეს შეკრებილი ყვარლელები?  მათ შორის  სავარაუდო მძევლების ახლობლებიც. მათი ვარაუდით შენობაში იმყოფება თხუთმეტამდე ადამიანი, მათ შორის ბანკის თანამშრომლები და მომხმრებლები. მეორე ვერსიით, თავდამსხმელმა “საქართველოს ბანკის” ფილიალში მყოფი სამი პირი აიყვანა.  აქიდან ერთი მომხმარებელია, ორი კი ბანკის თანამშრომელი.

ამბობენ იმასაც, რომ  რამდენიმე ადამიანმა თავიდან  გამოპარვა შეძლოდა და სწორედ მათ  ნათქვამზე დაყრდნობით ვრცელდება ამბავი, რომ თავდამსხმელი დაახ;ოეით 35 წლისაა, აცვია სამხედროფორმა უკეთია ნიღაბი, შეიარაღებულია ცეცხლსასროლი იარაღით და უჭირავს ხელყუმბარა შიდა ადამიანი. ლაპარაკობენ იმაზეც, რომ თავდამსხმელი მძევლების განთავისუფლების სანაცვ;ოდ  ნახევარ მილიონს მოითხოვს, სახელდება 12 მილიონიც კი.

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...