მთავარისიახლეებისამართალიშანაე ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია - ბრალდებული დღეს, 8 სექტემბერს დააკავეს 

შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნილია – ბრალდებული დღეს, 8 სექტემბერს დააკავეს 

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაე ბრუკის მკვლელობის საქმე გახსნეს. მათივე ინფორმაციით, 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, რ.მ. 8 სექტემბერს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 31 ივლისს ნაპოვნ ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ცხედრის დათვალიერების შედეგად ამოიღეს საქმისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ნივთი, ასევე, დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, რომელიც დაზიანებული იყო.

“აღნიშნულ დანაშაულთან სავარაუდოდ შემხებლობაში მყოფი რამდენიმე ათეული პირისგან აღებულ იქნა ბიოლოგიური ნიმუშები, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული, სავარაუდო დამნაშავის ბიოლოგიური კვლები, დნმ-ის ბაზებთან შედარების მიზნით, გადაგზავნილ იქნა ინტერპოლის წევრ 194 სახელმწიფოში. გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, უტყუარად დადასტურდა ბრალდებულის ვინაობა”, — აცხადებენ შსს-ში.

ჩატარდა რამდენიმე ასეული საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 200-ზე მეტი პირი, მათ შორის, გარდაცვლილი ქალის მეგობრები, თანამშრომლები, მეზობლები, დანაშაულის დღეს მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე მყოფი და იქ დასაქმებული პირები, მათგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კი შეიქმნა ფოტორობოტი, რომელიც გაეგზავნა ყველა ოპერატიულ დანაყოფს. , — ამბობენ სამინისტროში.

31 ივლისს ავსტრალიის მოქალაქე, შანაე ბრუკი  თბილისში, მთაწმინდის ფერდობზე გარდაცვლილი იპოვეს.

1-ლ აგვისტოდან  შანაე ბრუკის გარდაცვალების საქმე  განზრახ მკვლელობის   მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...