მთავარიUncategorizedნიკა მელია: "მოძალადეები შეიწყალეს", "პატრიოტული სულისკვეთების" მქონე ადამიანებს კი დევნიან. შეუძლებელია, ამნისტიის...

ნიკა მელია: “მოძალადეები შეიწყალეს”, “პატრიოტული სულისკვეთების” მქონე ადამიანებს კი დევნიან. შეუძლებელია, ამნისტიის აქტი მივიღო”

Published on

“მოძალადეები შეიწყალეს”, “პატრიოტული სულისკვეთების” მქონე ადამიანებს კი დევნიან. შეუძლებელია, მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი იმდაგვარად, რომ ჩემი ნება იქნეს გამოხატული”-  განაცხადა ნიკა მელიამ მთავარი არხის ეთერში

“ეს შემთხვევა ამ ხელისუფლების სახის ნათელი ლუსტრაციაა – ისინი საკუთარ თავ საუკეთესოდ წარმოაჩენენ. მოძალადეებს მართლმსაჯულებისგან განარიდებენ და ადამიანებს, ვინც ქართული პატრიოტიზმის სულისკვეთებით გადაწყვიტა, რომ იმ დღეს რუსთაველის გამზირზე დამდგარიყო და რუსეთის დუმის დეპუტატის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩამოსკუპება გაეპროტესტებინა, კვლავ დევნის.

“20 ივნისის ამნისტია დასრულდა ისე, როგორც ველოდი, ნამდვილად, რომ მოძალადეები შეიწყალეს და ახლა უნდათ, რომ ნიკა მელია ადგეს და სასამართლოში მიიღოს ეს მოწყალება ანუ მე თანხმობა უნდა განვაცხადო საპროცესო გარიგებაზე, რომ  ამნისტიის აქტი გავრცელდეს ჩემზე.

მაგრამ შეუძლებელია, მე მივიღო ეს ამნისტიის აქტი იმდაგვარად, რომ ჩემი ნება იქნეს გამოხატული . ეს არ არის ამნისტიის აქტი, როცა ეს დგება, იქ ნებას არ გამოხატავ.

რა თქმა უნდა, ახლავე, თქვენი ეთერის მეშვეობით ვეუბნები, რომ პასუხი, რა თქმა უნდა, არა იქნება. ნუ დაიღლიან თავს და ნუ შეიწუხებენ ზედმეტი კითხვების დასმისგან. ” — განაცხადა ნიკა მელიამ

პარლამენტმა 20 ივნისის ამნისტიის ქართული ოცნების კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ამნისტია შეეხება ყველა იმ პირს, რომელიც 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ან მსჯავრდებულია.

სიახლეები

რუსეთი და ოკუპ. რეგიონების რეჟიმები თბილისისგან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს ითხოვენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა...

პაპუაშვილი-დადგა დრო, EU-მ გადახედოს თავის მცდარ გადაწყვეტილებას, პასუხები დისკუსიაშია

ისევე როგორც ბელგიაში, ლუქსემბურგშიც კიდევ ერთხელ გავაჟღერეთ ჩვენი წუხილი ევროკავშირის მიერ 2024 წლის ივნისში...

მოსკოვში რაკეტით ჩავალ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს ჟურნალისტებს უპასუხა, რომ მოსკოვში ვიზიტს „რაკეტით“ გეგმავს. ვიდეო, რომელიც სოციალურ...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი...