მთავარისიახლეებისამართალიმოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ს საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს

მოკრივე ავთანდილ ხურციძე აშშ-ს საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს

Published on

ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე აშშ-ს საპატიმროს 14 სექტემბერს დატოვებს.

ხურციძის განცხადებით, მისი ვადაზე ადრე გათავისუფლება კარგი ყოფაქცევისა და დისციპლინის გამო მოხდა.

” გამოვდივარ სრული მონდომებით და მომზადებით, რათა მივაღწიო აღნიშნული კარიერის დასასრულს, სულ რამდენიმე დარჩენილი ქამრის ხელში მოგდების შემთხვევაში და ამისთვის მქონდა მთელი ხუთწლიანი სამზადისი, ყველანაირი პირობა, რათა მომეხდინა ძალების შეგროვება ყველაზე ძლიერ ადგილზე, ფედერალურ საკანში.დიდი მადლობა ამერიკას დროულად გათავისუფლებისთვის და გათვალისწინებისთვის ამა თუ იმ საკითხის, ყოფაქცევით და დისციპლინის მადლობა შეფასებისთვის და დაღვრილი ოფლის დაფასებისთვის და აქვე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს ქალბატონ მეგანს და ბატონ კენის ბოლომდე გვერდით დგომისთვის“ – წერს ავთანდილ ხურციძე სოციალურ ქსელში.

მოკრივის გათავისუფლებას ელოდებიან ქუთაისში.

” ციხეს ავთო მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს,  მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ხელისუფლებაზე, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემს შვილს დახმარებოდნენ. ”განუცხადა მთავარ არხს დაკავებული სპორტსმენის დედამ მაყვალა ხურციძემ.

ავთანდილ ხურციძე 2017 წელს დააკავეს გამოძალვისა და თაღლითური გარიგების ბრალდებით და 10 წლიანი სასჯელი ჰქონდა მისჯილი და სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...