მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილი: ძალიან გავიდნენ თავს. საჭიროა ყველაფერს პასუხი გავცეთ

მიხეილ სააკაშვილი: ძალიან გავიდნენ თავს. საჭიროა ყველაფერს პასუხი გავცეთ

Published on

საბოლოო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება -განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

როგორც მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, მისი მმართველობის დროს ქვეყანაში პოზიტიური მიგრაციული ბალანსი იყო.

„მეგობრებო, ჩვენ ძალიან შევეჩვიეთ იმას, რომ ათასგვარ ტყუილებს საუბრობენ, მთელი ეს წლები „ვატარებთ“, ვიძახით, „არ გვინდა წარსულზე საუბარი, ისედაც ყველამ ყველაფერი იცის, გავიდა წლები და ხალხს დაავიწყდა“.

დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი, რომ სააკაშვილის დროს 200 ათასზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან და ჩვენ დროს 100 ათასზე მეტი ადამიანი შემოვიდაო, ეს არის აბსოლუტური სიცრუე! სტატისტიკის დეპარტამენტში, ყოველ შემთხვევაში, 2 წლის წინ, ჯერ კიდევ იდო ციფრები სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობიდან 8 წელში, ჩვენ გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი.

ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი არ გადიოდა ქვეყნიდან. უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა. იცით, რატომ? სამსახურებში ჩვენ ვაწყობდით არა ნათესაობით, ახლობლობით, ნეპოტიზმით, ჩაწყობით, ფულით, არამედ ვინც დამსახურებული იყო, განათლება ჰქონდა და კვალიფიკაცია. ახალგაზრდობა ქვეყანას აღარ ტოვებდა. ამათ დროს, შარშანდელი მონაცემებით 700 ათასი გავიდა და წელს უკვე დაემატა მინიმუმ 100 ათასი. კატასტროფა, ქვეყნის გენოციდი ხდება ხალხის დახოცვასთან ერთად.

ეს ის ივანიშვილი არაა, ხალხს რომ ეუბნებოდა, გერმანიაში მოგაწყობთ, სამსახურზეო? მე რომ ყველას მოვუწოდებდი დაბრუნდით, ჩავდიოდი, ვეხვეწებოდი, ეს ეუბნებოდა წადით მოგვშორდით, აქ დაგვტოვეთ მარტო მე ბერა, „ანტუნი“ და დანარჩენი მონები. უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე შექმნა მსოფლიოში.

შეწყვიტეთ ამ ცოფიანების ტყუილების „გატარება“!

ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა, ძალიან გავიდნენ თავს. საჭიროა ყველაფერს პასუხი გავცეთ, ვისაც ბრძოლის უნარი აქვს, ასეთია საქართველოს უმეტესობა არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს. ყველამ „ფეისბუქზე“ თავის პირადი გამოცდილებით, ამათ სიცრუეს ყოველდღე გავცეთ პასუხი. საბოლო ჯამში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება, ამათი აღსასრული ახლოვდება“, – აღნიშნავს სააკაშვილი.

სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...