მთავარიUncategorized.. კარგად მოიქეცით, თორემ ახლა ამ მიკროფონს დაკარგავთ" - თეა წულუკიანი ამჯერად...

.. კარგად მოიქეცით, თორემ ახლა ამ მიკროფონს დაკარგავთ” – თეა წულუკიანი ამჯერად ჟურნალისტ ვაჩიბერაძეს ემუქრება

Published on

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტს კვლავ მიკროფონის წართმევით ემუქრება. მთავარი არხის იმერეთის ბიუროს ჟურნალისტის ირაკლი ვაჩიბერაძის კითხვას, როდის დააბრუნებს წართმეულ მიკროფონს, მინისტრმა უპასუხა, რომ 3 ოქტომბერს.

“[მიკროფონს დავაბრუნებ] 3 ოქტომბერს, თქვენ თვითონ ნახეთ რას უკავშირდება ეს თარიღი. თქვენ კარგად მოიქეცით, თორემ ახლა ამ მიკროფონს დაკარგავთ”.

წულუკიანის მორიგ მუქარას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ეხმაურება და სახალხო დამცველს, საქართველოში აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოებს მიმართავს:

“მეგობრებო, დარწმუნებული ხართ, რომ ამჯერად ჩვენი იმერეთის ჟურნალისტისთვის ნათქვამი კიდევ სასაცილოა?!

მე სრულიად არა. გავიცინეთ და გვეყო. ამ სიცილ-სიცილით და მათი არასერიოზული აღქმით მოვიდნენ აქამდე და ახლა რუსეთში მიგვათრევენ.” – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისათვის – უფრო ადრე, 22 ივლისს თეა წულუკიანმა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიკროფონი წაართვა მთავარი არხის ჟურნალისტს ემა გოგოხიას. მინისტრს მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია. ჟურნალისტმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციას ადგილზე მიმართა, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საქმე არა მათი, არამედ კრიმინალური პოლიციის კომპეტენცია იყო, მეორე დღეს მთავარმა არხმა მიკროფონის წართმევის ფაქტზე პროკურატურას მიმართა, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა.

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...