მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ლგბტ მარშის კამპანიის უკან ნაციონალური მოძრაობა იდგა, ეს იყო მძიმე პროვოკაცია''...

,,ლგბტ მარშის კამპანიის უკან ნაციონალური მოძრაობა იდგა, ეს იყო მძიმე პროვოკაცია” – ირაკლი ღარიბაშვილი

Published on

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშს პროვოკაცია უწოდა და განაცხადა, რომ ლგბტ მარშის კამპანიის უკან ნაციონალური მოძრაობა იდგა, მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია,რომელიც ხელისუფლება, თავიდან აირიდა.

მათი “პირველი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, მოახდინონ დისკრედიტაცია ყველა ავტორიტეტის, ყველა ავტორიტეტული ინსტიტუტების, ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი, ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, ამიტომ ებრძვიან პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ისინი ლგბტ მარშის კამპანიის უკან. მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა. ჩვენ დავგმეთ ყველამ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა და კატასტროფული შეცდომა იყო, რაც მთავარია, თუმცა ყველა მოძალადე იქნა დასჯილი და დაპატიმრებული”, — განაცხადა პრემიერმინისტრმა ტყიბულის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...