სამეგრელოში კოვიდინფიცირებული 3 პაციენტი გარდაიცვალა, 255 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

0
385

სამეგრელოში ბოლო 24 საატში 3 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. რუხის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა 86 წლის ქალი, თერჯოლის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა ხობის მკვიდრი 59 წლის მამაკაცი, ასევე ხობის მკვიდრი 76 წლის მამაკაცი, რომელიც სენაკის “ლაზიკა-მედში” მკურნალობდა.
სულ გამოვლინდა 255 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 251.რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 26 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე.
რუხის კლინიკაში იმყოფება – 196 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 55, ფოთის კლინიკაში იმყოფება – კოვიდ 37 პაციენტი, სენაკის კლინიკა სენამედში იმყოფება 42 კოვიდ პაციენტი, ფოთის კლინიკა ბომონდში იმყოფება 47 კოვიდ პაციენტი, მათ შორის ნძიმე 3, აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 28 პაციენტი, სენაკი ლაზიკა მედი – 97 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2 და საშუალო სიმძიმის 102, მარტვილის ევექსის კლინიკა – 15 პაციენტი.

წინა სტატიაჩვენთვის სიურპრიზი იყო მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მლნ ევროს დახმარება მიუხედავად პანდემიისა და უმუშევრობისა – დეგნანი
შემდეგი სტატიამარიხუანა სკოლის ეზოში – ადმინისტრაცია კომენტარს არ აკეთებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური