მთავარისიახლეებისამართალიგანმუხურში ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

განმუხურში ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

Published on

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განმუხურში ბიზნესმენის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. უწყებაში ამბობენ, რომ ის 1966 წელს დაბადებული კ.კ.-ა.

შსს-ს ცნობით, მან ბიზნესმენს მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა, დაჭრილი კი საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

“წარსულში არსებული კონფლიქტის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, ნაცნობს — 1954 წელს დაბადებულ ვ.ვ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და უკვე ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი — დანა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს

ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, რითაც ევროპელებმ გამოხატეს მადლიერება და მხარდაჭერა. "ამ ღამით...

მოსკოვში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა, დაიღუპა პოლიციელიც

დღეს დილით აფეთქება მოხდა მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი...

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა

ირანელი დემონსტრანტი, რომელსაც ციხეში აწამებდნენ, საავადმყოფოში გარდაიცვალა  Iran International-ის ცნობით, 35 წლის დემონსტრანტი, რომელიც...

ანდრო ჭიჭინაძემ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი დატოვა

სინდისის პატიმარი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს ტოვებს - ამის შესახებ დაკავებულმა...