საპროტესტო აქციები თბილისში -“როგორც გვიმწარებენ სიცოცხლეს, ისე გავუმწარებთ მათაც”

0
271

სამოქალაქო აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისთან პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკავშირის დახმარებაზე უარის თქმა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ანტიდასავლურია და ხელს უწყობს საქართველოში ოკუპანტი რუსეთის გაძლიერებას.

აქციის მონაწილეებმა ოფისის წინ გაშალეს ბანერები და მიმართეს იქ მყოფ ადამიანებს. აღსანიშნავია, რომ ადგილზე მობილიზებული სამართალდამცავების რაოდენობა აჭარბებდა აქტივისტების რაოდენობას.

“სამწუხაროდ, ქართული ოცნება იმაზე სწრაფი ნაბიჯებით მიგვაქანებს რუსეთისკენ, ვიდრე შეიძლებოდა წარმოგვედგინა. ბოლო ამბავი, რაც გუშინ გავიგეთ კიდევ ერთი მანიშნებელია იმის, რომ ევროპაზე და დასავლურ სტანდარტებზე საბოლოოდ უარი თქვა ქართულმა ოცნებამ. საბოლოოდ მიაჯახუნა ის კარი, სადაც რეალურად გველოდებიან, სადაც რეალურად არის ჩვენი ადგილი, რაც ნიშნავს იმას, რომ არცერთ შემთვევაში ქართული ოცნება არ აპირებს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. წინასწარვე განაცხადა ამაზე, წინასწარ უთხრა ევროპელ პარტნიორებს, რომ არ უნდა ჰქონდესთ იმის მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ჩაატარებს არჩევნებს, სადაც რეალურად გამოჩნდება ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალი და არასდროს არ ყოფილა რუსეთი ასე ახლოს”, — განაცხადა აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

დღესვე თბილისის მერიასთან “ლეიბორისტული პარტიის” მერობისა და ვიცე მერობის კანდიდატებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად მუნიციპალური ტრანსპორტის კიდევ ორი კვირით შეჩერება გააპროტესტეს. აქცია  მერიასთან დაკავებით დასრულდა –

ქალაქის მერის სახელზე განცხადება მერიის კანცელარიაში დატოვეს, თუმცა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აქტივისტებს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს და ვიცე მერობის კანდიდატი დააკავეს.

წინა სტატიაგახარიას პარტიასთან კავშირის გამო ხალხს ათავისუფლებენ სამსახურებიდან – სახალხო დამცველი
შემდეგი სტატია“საბუთი ანუ ჯადო ჩემს ხელშია” – გიგი უგულავამ შსს-სგან ცნობა მიიღო
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური