მთავარისიახლეებისამართალიბიზნესმენ ვლადიმირ ვახანიას მკვლელობის დეტალები, ფოტოები ადგილიდან

ბიზნესმენ ვლადიმირ ვახანიას მკვლელობის დეტალები, ფოტოები ადგილიდან [Video]

Published on

განმუხურში, მისსავე კუთვნილ მშენებარე სასტუმროში, რამდენიმე საათის წინ ბიზნესმენი ვლადიმირ ვახანია მოკლეს. ამ წუთებში “ოდიშინიუსი” მკვლელობის ადგილას იმყოფება: მოკლული ბიზნესმენის სახლთან მობილიზებულია პოლიცია, გალავანი და ჭიშკარი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ხოლო სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ოდიშინიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ მკვლელობა მოჰყვა შეხვედრას, რომელიც ვლადიმირ ვახანიასა და მკვლელობაში ბრალდებულ, სავარაუდოდ, ასევე ბიზნესმენს შორის, ვახანიას სასტუმროში შედგა. მხარეები ბიზნეს-წილებთან დაკავშირებით ვერ მორიგდნენ, რის შემდეგაც ვახანიასთან სტუმრად მყოფმა ბიზნესმენმა მასპინძელს, სავარაუდოდ, დანა რამდენჯერმე ჩაარტყა და მიიმალა. ვლადიმირ ვახანია მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

“ოდიშინიუსის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული იდენტიფიცირებულია, თუმცა, დაკავებული არ არის – მან, შესაძლოა, თავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას შეაფარა, რომელიც განმუხურთან ახლოს მდებარეობს.

მკვლელობის ფაქტი დაადასტურა შსს-მ. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, ვლადიმირ ვახანია 2012 წელს, მას შემდეგ, რაც 3,5 წლიანი სასჯელი მოიხადა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.

ვლადიმირ ვახანია ქართველმა სამართალდამცავებმა 2009 წლის მარტში, ზუგდიდში, იარაღის უკანონოდ შენახვისა და ჟურნალისტისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის ბრალდებით დააკავეს.

სიახლეები

ტრაპმი: ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის

ყირიმი რუსეთს დარჩება, ზელენსკის ეს ესმის- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Time-თან ინტერვიუში...

ზუგდიდში ხვალ აქციაზე პოლიტიკოსი და ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი ჩამოვა

ზუგდიდი უკვე იქცა რეჟიმთან უწყვეტი წინააღმდეგობის ერთ-ერთ კერად. აქაური პროტესტი ხშირად გამხდარა სხვა ადამიანების...

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქეს მიენიჭა

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3 587 პირს მიენიჭა. მათ შორის პირველ ადგილზე რუსეთის მოქალაქეები...

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან მიდის

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობა ტოვებს - ამის შესახებ ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანმა გორგასლის...