მთავარიUncategorizedმიხეილ სააკაშვილი: რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის...

მიხეილ სააკაშვილი: რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის დახმარების მიღებაზე უარის იტყვის. მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ჩვენ და ევროპას შორის ეს “ყაჩაღები” არ უნდა იდგნენ.

“დაწყებული ავღანეთიდან და ამერიკიდან, დამთავრებული ევროპით ყველა ჩემი კონტაქტი უცხოელებთან იყო მცდელობა ქართველების დახმარების, რომელშიც ესენი მიშლიან ხელს. ვუშოვე ვაქცინები ევროპაში, ამათ დარეკეს არ გვინდა, თავი დაგვანებეთო, ვუშოვე თვითმფრინავები ხალხის ევაკუაციისთვის, გახარია იყო მაშინ პრემიერი უთქვენოდათ ყველაფერს გავაკეთებთო.

რაში სჭირდება ჩემი მცდელობა იმას, რომ ამათ შეუჩერონ დახმარება, ღარიბაშვილის დანახვა საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ ყველას ჩამოუყალიბდეს თავისი აზრი. როდესაც დავდივარ ვხვდები ევროკომისიის წარმომადგენლებს, ევროპარლამენტარებს დიდი რაოდენობით, ბოლო ვიზიტის დროს ბირუსელში ევროკომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსამნმა მითხრა ღარიბაშვილზე ეს არის კლინიკური იდიოტიო, მას ვციტირებ, კლინიკური იდიოტიო”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა იგავარაკი, როცა მელა ყურძენს ვერ მიწვდა და ეს ივანიშვილის და მისი მთავრობის ევროკავშირისადმი დამოკიდებულებას შეადარა.

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...