მთავარისიახლეებიოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა

ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება მძიმეა [Video]

Published on

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ აფხაზეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო მძიმდება- ოკუპირებულ გალში, მიუხედავად იმისა, რომ დე-ფაქტო ხელისუფლებამ საგანგებო ვითარება შემოიღო და შეზღუდვები დააწესა, ვაქცინაციის პროცესი ამ დრომდე არ დაწყებულა.გარდა ამისა, ოკუპირებულ სოფლებში არ მოძრაობს ტრანსპორტი. მოქალაქეებს ენგურის ხიდამდე მისასვლელად და ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გასავლელად რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ. გალში მცხოვრები მოსახლეობა წელიწადზე მეტია ვაქცინაციაზე დარეგისტრირებას და ვაქცინაციის პროცესის გამარტივებას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების თხოვნაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მის დაქვემდებარებულ სამედიცინო პუნქტებს კოვიდტესტები გადასცეს, რათა ადგილობრივებმა კოვიდზე გამოკვლევა შეძლონ.
რუხის კლინიკაში პაციენტების ნაკადი სულ უფრო იზრდება, შემოსული პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მძიმე და კრიტიკულია, კლინიკაშიამ ეტაპზე იმყოფება – 183 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 55 .ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვალების შემთხვეევი დიდია, ყოველდღიურად 7-10 ადამიანი იღუპება, არიან ოჯახები, სადაც 2 წევრი კოვიდის მსხვერპლია, თუმცა ოფიციალური კოვიდსტატისტიკა უცნობია.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის სოფლები, სადაც 7-10 ადამიანი იღუპება ყოველდღიურად კოვიდით. არსებული ცნობებით, არის ოჯახები, რომლებშიც ოჯახის 2 წევრი გარდაიცვალა ბოლო კვირების განმავლობაში, თუმცა ოფიციალური კოვიდსტატისტიკა უცნობია.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...