მთავარისიახლეებიჯვარის მოსახლეობა წყლის გარეშე- ადგილობრივები წლებია სასმელ წყალს ითხოვენ

ჯვარის მოსახლეობა წყლის გარეშე- ადგილობრივები წლებია სასმელ წყალს ითხოვენ [Video]

Published on

ჯვარის მოსახლეობას, რომელსაც 2019 წლიდან უწყვეტი წყალმომარაგება უნდა ჰქონოდა, დღესაც წყლის მოლოდინშია. მიუხედავად არაერთი დაპირებისა და ყოველ არჩევნებზე მიცემული პირობისა, პროექტი დღესაც დაუსრულებელია და მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება . ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებას მათი პრობლემები არ აწუხებს. ჯვარი ოკუპაციის ხაზთან ახლოს, ენგურჰესიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში მდებარეობს.
პროექტზე, რომლის მიხედვითაც, უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ჭაბურღილები უნდა გაკეთებულიყო, 29 მილიონი ლარი დაიხარჯა. 6 ჭაბურღილის გაკეთების შედეგად კი აღმოჩნდა, რომ წყლის მარაგი არასაკმარისი იყო. ამ დრომდე ჯვრის მოსახლეობას წყლის მოტანა რამდენიმე კილომეტრით დაშორებული სოფლებიდან უწევთ.
ჯვარში წყალმომარაგების სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია AS Inshaat” LLC (ას ინშაატი) ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისთვის ჯვარის ზონისთვის ჯერ 19 მილიონი ლარი გამოიყო, ხოლო შეცვლილი ღირებულებით ის 27 მილიონამდე გაიზარდა. სამუშაოები 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, დასრულების შედეგად, 10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიან, ხარისხიან სასმელ წყალს მიიღებდა. პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. ჯვარს, ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...