რატომ მალავენ სახეებს რუსი ოკუპანტები – დავით ქაცარავამ სკანდალური კადრები გაასაჯაროვა

0
830

ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას ლიდერი დავით ქაცარავა სკანდალურ კადრებს ასაჯაროვებს და წერს, რომ ამ მასალის გასაჯაროვებას არ აპირებდა, რომ არა შემაშფოთებელი ფაქტი – როგორ აღმოაჩინეს საქართველოში გრუ-ს ოფიცერი, რომელიც თავისუფლად გადაადგილდებოდა. დავით ქაცარავას თქმით, საგანგაშოა, რომ ეს ოფიცერი არა სპეცსამსახურებმა, არამედ აქტივისტებმა იპოვეს.

“ამ მასალის ამ ეტაპზე გასაჯაროვებას არ ვაპირებდი, მაგრამ დღეს ძალიან საგანგაშო პოსტს გადავაწყდი, რომელშიც უკვე იდენტიფიცირებული გრუ-ს ოფიცერი აღმოაჩინეს ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა თბილისში, სამწუხაროდ, ჩვენმა სპეცსამსახურებმა არა…
ამიტომ ვდებ ამ პოსტს და ვსვავ კითხვას —–
როგორ ფიქრობთ მეგობრებო, რატომ მალავენ ოკუპანტები თავის სახეებს, როდესაც მათ სიახლოვეს ჩვენი კამერები ჩნდებიან?
ზუსტად ესე მოხდა რამდენიმე დღის წინ, როდესაც ოკუპაციის ხაზთან ვიღებდით ჩვენი დოკუმენტური ფილმის, “ოკუპაციის ქრონიკები”ს კადრებს.
როდესაც ოკუპანტები გამოჩნდნენ, ჩვენ იმ მომენტისთვის შეცვლილი გვქონდა ლოკაცია და ვიმყოფებოდით ორკაპას ციხესთან, (სამწუხაროდ ეს ადგილი უკვე წარმოადგენს “შიშის ზონას”)
ეგრევე გავუშვით დრონი და როგროც ხედავთ, ოკუპანტებმა პირველი რაც გააკეთეს, დამალეს სახეები.
საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ სახეებს ეს “სახელოვანი მეომრები” მალავენ იმიტომ, რომ თავისუფალ დროს ატარებენ თბილისში, ბათუმში, ბაკურიანში ან გუდაურში..
თქვენ რას ფიქრობთ, რა ვერსიები გაქვთ?”
, – კითხულობს დავით ქაცარავა.

წინა სტატიანაგანი, “კალაშნიკოვი”, “მაკაროვი” – პოლიციამ სვანეთსა და იმერეთში იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიათბილისში, სამგზავრო ავტობუსებში, ვაქცინაციის სივრცე მოაწყვეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური