მთავარისიახლეებიეკონომიკაივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 382,8 მილიონი ლარით გაიზარდა

ივლისში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 382,8 მილიონი ლარით გაიზარდა

Published on

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ივლისში, ივნისთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 382,83 მილიონი ლარით გაიზარდა და პირველი აგვისტოსთვის 39,6 მილიარდი ლარი შეადგინა.

ივლისში, ივნისთან შედარებით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 0,98%-ით გაიზარდა, თუმცა, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდა 1,59%-ია. ივლისში, ივნისთან შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით, საშუალოდ, 1,3%-ით გამყარდა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 398,21 მილიონი ლარით (2,15%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 15,38 მილიონი ლარით (0,07%-ით) შემცირდა. თუ ამ პერიოდში ლარის მცირედით გამყარების ფაქტორს გამოვრიცხავთ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხები 1,08%-ით გაიზრდებოდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის ივლისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5,98 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 1,56%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12,90 მილიარდი ლარის (წინა თვესთან შედარებით 0,11%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი.

2021 წლის ივლისის განმავლობაში 1,46%-ით, ანუ 285,63 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის 19,88 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის, ლარში გაცემული სესხების წილმა 47,7% შეადგინა. ეს მონაცემი გასული თვის იმავე პერიოდთან შედარებით 0,55 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...