მთავარისიახლეებისაზოგადოებალიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლებს სოფელ ინგირში სამედიცინო შემოწმება მობილურ კლინიკაში ჩაუტარდათ

ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლებს სოფელ ინგირში სამედიცინო შემოწმება მობილურ კლინიკაში ჩაუტარდათ [Video]

Published on

ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ უფროსი თაობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ლიბერთისა და ევექსი კლინიკების ერთობლივი მობილური კლინიკის სერვისით ამჯერად სოფელ ინგირის მცხოვრებლებმა ისარგებლეს.ლიბერთის მომხმარებლების, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრავი სამედიცინო კაბინეტის ადგილზე მომსახურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში განახლებული განრიგით გაგრძელდება სექტემბერში.

მობილური კლინიკის გარდა, ლიბერთის მომხმარებლებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, ევექსი კლინიკების სამედიცინო მომსახურებაზე და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში – მედიკამენტებზე, განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.კერძოდ, ლიბერთის საპენსიო და სხვა სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს, ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და უფასოდ გაიარონ კონსულტაცია.ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლები, 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...