მთავარისიახლეებისახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა [Video]

Published on

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრა და ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. სახელმწიფო მინისტრი კორონავირუსის საწიმააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმით“ აიცრა. ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეებისთვის ვაქცინაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეგისტრაციის გარეშეა ხელმისაწვდომი. კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით არის შესაძლებელი.თეა ახვლედიანმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა, მინისტრმა არც უარყო და არც დაადასტურა, რომ პროცესი აქტიურია და ახლაც მიმდინარეობს, მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი ყოველთვის ხდება მკაცრი რეაგირების საგანი და მას ქართული მხარე აუცილებლად დააყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე.
ხურვალეთში რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ბანერი დადგეს, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა, რომელსაც თან ახლავს ვიდეოც. „ბანერი ოკუპაციის ხაზის შიგნით, სამი დღის წინ დამონტაჟდა.“- წერს დავით ქაცარავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხურვალეთში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს ამ დრომდე არ გამოხმაურებია.

სიახლეები

ე.წ. კანონიერი ქურდის დავალებით აწყობდნენ გარჩევებს – დაკავებულია 27 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, 6 პირს...

ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერესებს სტრაზბურგის სასამართლოში TI დაიცავს

26 ივნისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECHR) მორიგი საჩივარი გააგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის...

ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა,სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში ჩავიდა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან გამართავს...

შეშფოთებულნი ვართ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების გამო – აშშ-ს საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში, რადიო თავისუფლების შეკითხვების პასუხად გაგზავნილ წერილობით განცხადებაში წერს, რომ შეშფოთებულები არიან...