მთავარიUncategorizedკრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

კრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

Published on

კრასნოდარში 41 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“ ოთარ კუბლაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.

ის რუს სამართალდამცველებს ნაქირავებ ბინაში ემალებოდა. სწორედ ამ ბინაში იპოვეს მისი ცხედარი. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია, რომ ოთარ კუბლაშვილი კრასნოდარის მხარეში ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ დაჯგუფებას, რომლის ანგარიშზეც ათეულობით ოჯახის სასტიკი წამება და ყაჩაღობაა.

ოთარი კუბლაშვილს ციხე მხოლოდ 2021 წელს უნდა დაეტოვებინა, მაგრამ მურმანსკის რეგიონის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 2018 წლის 23 ივლისიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა და დაიწყო მასზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა. იგი ავადმყოფობის გამო საცხოვრებელ პატიმრობაში გადაიყვანეს.

პოლიციელები ეწვივნენ მას შემოწმების მიზნით, მაგრამ კუბლაშვილი სახლში არ დახვდათ. სწორედ საზედამხედველო პერიმეტრიდან გაქცევისა და დადგენილი შეზღუდვების თავიდან აცილების გამო, მასზე ფედერალური ძებნა გამოცხადდა.

სიახლეები

ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები არიან – პაპუაშვილი რეჟიმის პატიმრებზე

 შალვა პაპუაშვილმა რეჟიმის პატიმრების შესახებ გააკეთა კომენტარი. პაპუაშვილი ამბობს, რომ ისინი "ბრიუსელის უსინდისობის პატიმრები...

სკოლებში არჩევითი საგნების ნუსხა განისაზღვრა

მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ხელოვნური ინტელექტი, კომპიუტერული მეცნიერება, მეწარმეობა, ასტრონომია, კინოხელოვნება და სხვა - ახალი...

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...