მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დევნილი ერთი ოჯახის უმძიმესი ისტორია

აფხაზეთიდან დევნილი ერთი ოჯახის უმძიმესი ისტორია [Video]

Published on

აფხაზეთიდან დევნილ 57 წლის ნანი კვარაცხელიას დევნილობის დასაწყისშივე უმძიმესი ტრაგედია გადახდა, მას ორი მცირეწლოვანი შვილი ავარიაში დაეღუპა.
ოჯახურ ტარგედიასთან ერთად იგი 2001 წლიდან ზუგდიდის ერთ-ერთ კომპაქტურ ცენტრში ცხოვრობს. შენობის ფიზიკური მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ იქ ქალბატონისთვის ცხოვრება დღითიდღე უფრო საშიში ხდება.
სახურავი ამორტიზებულია, წვიმისას ოთახებში წყალი ჩადის, ოთახები კი თხელი ფიცრით არის გადატიხრული, მთლიანად დაზიანებულია ფანჯრები და იატაკი. ქალბატონ ნანის არსებობისთვის ასეთ უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება, ყველაზე მეტად მას ქვეწარმავლებისა და მორიელების ოთახებში ნახვა აშინებს.
ტრაგედია გამოვლილი ქალბატონი წლებია ბინით უზრუნველყოფას ელოდება, თუმცა უშედეგოდ. მან ამ მოთხოვნით შესაბამის სამსახურებს არაერთხელ მიმართა.
მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში კი გადის დღეები, თვეები ად წლები, მისი ოჯახური მდგომარეობა ჯერჯერობით, უცვლელია.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...