გიორგი გახარიას პარტიისწევრს სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს და დააკავეს

0
655

გიორგი გახარიას პარტიის, “საქართველოსთვის” წევრის, ანა ბუჩუკურის ინფორმაციით, მათ მხარდამჭერს, აკაკი ბართაიას სამართალდამცველებმა იარაღი ჩაუდეს და დააკავეს.

ბუჩუკურის თქმით, შემთხვევა 16 აგვისტოს მოხდა.

“დღისით მზისით, იარაღი ჩაუდეს და დააკავეს ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, აკაკი ბართაიას, რომელსაც ჯერ ახლობლების მეშვეობით შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა აქტიური პოლიტიკური საქმიანობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ დაჭერით. რამდენიმე დღეში კი, მას იარაღი ჩაუდეს ავტომანქანის საბარგულში”,- თქვა ანა ბუჩუკურმა.

პარტია მომხდარზე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს. ამ წუთებში კი საქალაქო სასამართლო დაკავებული აქტივისტის აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ იარაღის ჩადებაზე განცხადებით გახარიას გუნდი ყურადღების მიქცევას ცდილობს.

“არ მგონია, რომ ეს ამ შემთხვევაში მაინცდამაინც დამაჯერებელი განცხადებები იყოს, თუმცა მესმის, რომ ცდილობენ დაიკავონ რაღაც პოლიტიკური ნიშა, ადგილი მონახონ და დაიმკვიდრონ, ყურადღება მიიქციონ და ამ თვალსაზრისით, ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, დევნილის მანტია მოირგონ. სინამდვილეში ასეთი მეთოდებით, ასეთ ხერხებით რეალურად არც არავის ვუპირისპირდებით, ბუნებრივია, არც იქნება ასეთი პრეცედენტები მოსალონდელი და უბრალოდ, ლოგიკა არ არის ამ შემთხვევაში, რომ რაღაცა მსგავსი მეთოდები იქნას გამოყენებული”, — განაცხადა სარჯველაძემ.

გახარიას პარტიის წევრის, აკაკი ბართაიასთვის იარაღის ჩადება პირველი სიგნალია, რომ გახარიას გუნდს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ქართულ ოცნებას, რეპრესიები ელოდება.

თუმცა, აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ზუსტად იმავე მეთოდით დააკავეს და ციხეში თითქმის 2 წელი გაატარებინეს ჩვენს ერთერთ დამფუძნებელ გიორგი რურუა. და ამ დროს პრემიერი სწორედ გახარია იყო.

ასე ეხმაურება გახარია პარტიის წევრის დაკავებას “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

წინა სტატიაავღანეთში, სამშვიდობო მისიების დროს დაღუპულ ქართველ მებრძოლთა სია
შემდეგი სტატია,,ამ ქვეყანაში უდანაშაულო ადამიანებს არ აკავებენ, არავის ჭირდება უფუქციოდ დარჩენილი პარტიის დევნა” -მამუკა მდინარაძე
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური