მთავარიUncategorizedცოტნე გამსახურდია საქართველოშია და საუკეთესო რეაბილიტოლოგები მკურნალობენ - გიორგი გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია საქართველოშია და საუკეთესო რეაბილიტოლოგები მკურნალობენ – გიორგი გამსახურდია

Published on

გიორგი გამსახურდია,  twiter-ზე წერს, რომ მის ძმასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია ვრცელდება – მას საქართველოში საუკეთესო რეაბილიტოლოგები მკურნალობენ  და საიმედო ხელშია.

“ცოტა ხნის უკან მომიწია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსობა რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა, აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც – არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ.

ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნე საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ.

ყოველივე ამის შესახებ მინდოდა სცოდნოდა საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით. ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია,”- წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისათვის: ცოტნე გამსახურდია სამშობლოში ივნისში დაბრუნდა. ის თბილისში გამთენიისას დაბრუნდა. როგორც ექიმები ამბობენ, ახლა მას მკურნალობისა და რეაბილიტაციის ინტენსიური კურსი და ოჯახური გარემო სჭირდება .

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.

 

 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...