მთავარიUncategorizedაღარ არსებობს ავღანური მთავრობა, რომელსაც NATO დაეხმარებოდა, ამიტომ ყველა სახის დახმარება შევაჩერეთ...

აღარ არსებობს ავღანური მთავრობა, რომელსაც NATO დაეხმარებოდა, ამიტომ ყველა სახის დახმარება შევაჩერეთ – იენს სტოლტენბერგი

Published on

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თალიბანის მიერ ავღანეთის დაკავების შემდეგ ალიანსი ქვეყნის დაშლილ მთავრობას დახმარებას აღარ უწევს.

“რა თქმა უნდა, ყველა სახის დახმარება შევაჩერეთ – ფინანსური და სხვა სახის დახმარებები ავღანური მთავრობისთვის, რადგან აღარ არსებობს ავღანური მთავრობა, რომელსაც NATO დაეხმარებოდა”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ავღანელი ლიდერების წარუმატებლობად გამოიწვია ტრაგედია, რომლის თვითმხილველებიც ყველანი გავხდით.

ავღანეთის განვითარებისთვის დახმარების შეწყვეტაზე განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმაც.

ავღანეთის დაცემული მთავრობის ვიცე-პრეზიდენტმა, ამრულა სალეჰმა მოუწოდა თანამოაზრეებს, რომ “წინააღმდეგობას შეუერთდნენ” და აჩვენონ, რომ ეს “ვიეტნამი არაა”. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ავღანეთთან დაკავშირებით აშშ-ს პრეზიდენტთან კამათი “უსაფუძვლოა”.

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება

მეორადი ჩარიცხვის პროცესი აბიტურიენტებისთვის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან დაიწყება და 18 სექტემბრის 18:00 საათამდე...

უნგრეთმა ათი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

8 სექტემბერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ორბანმა გამოაცხადა, რომ უნგრეთმა რუსეთის დიპლომატიური მისიის...

ბურჭულაძეს გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის გაუფორმდება საპროცესო

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღებისა და ქრთამის...

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელი საქმეთა დროებითი რწმუნებული კორტნი ოსტრიანი იქნება

საქართველოში აშშ-ს საელჩოს ახალი დროებითი ხელმძღვანელი ჰყავს. საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში აშშ-ს...