მთავარიUncategorizedრა ელის ავღანელ ქალებს თალიბანის ,,ამნისტიის'' პირობებში?

რა ელის ავღანელ ქალებს თალიბანის ,,ამნისტიის” პირობებში?

Published on

თალიბანმა ხელისუფლების ყველა წარმომადგენელისათვის ,,საყოველთაო ამნისტია” გამოაცხადა და მთავრობაში ქალები მიიწვია. მათი თქმით, ხალხს შეუძლია, დაუბრუნდეს თავის რუტინულ ყოველდღიურობას.

“საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა ყველასთვის, ამიტომ, უნდა შეუდგეთ თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას სრული შემართებით”, — ციტირებს AFP თალიბანის განცხადებიდან.

Euronews-ის ინფორმაციით,ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი, ამირ ხან მუთაქი ქაბულში ჩავიდა პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. მუთაქი განათლების მინისტრი იყო მაშინ, როცა თალიბანი ავღანეთს მართავდა.

თალიბანი, რომელიც ავღანეთს 1996-2001 წლებში მართავდა, განსაკუთრებით სასტიკი იყო ქალების მიმართ. მათ აკრძალული ჰქონდათ განათლების მიღება, მუშაობა, გარეთ კაცის გარეშე გასვლა ან საჯაროდ ისეთი ტანსაცმლით სიარული, რომელშიც სხეულის რომელიმე ნაწილი ან სახე დაფარული არ ექნებოდათ.

არასრულწლოვანი გოგოების დიდ ნაწილს მათზე ბევრად უფროს კაცებზე აქორწინებდნენ და ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში, სასტიკად, წამებით ან სიკვდილით სჯიდნენ.

არსებული წესები 2001 წელს შეიცვალა, როდესაც აშშ-მ თალიბანის ძალაუფლება დაამხო.

 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...