მთავარისიახლეებიგაეროს ორგანიზებით იმუნიზაციის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა...

გაეროს ორგანიზებით იმუნიზაციის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა [Video]

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასწავლებლები აიცრნენ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც დაესწრნენ გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით გამართულ საინფორმაციო სესიებს, რომლებსაც ცნობილი ექიმები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები გაუძღვნენ. სესიების მიზანი იყო კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება და მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც მათ ვაქცინაციის შესახებ ჰქონდათ.

ზუგდიდსა და მესტიაში გამართულ შეხვედრებს ფასილიტაცია გაუწიეს სამედიცინო სფეროს ცნობილმა ექსპერტებმა: ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმმა ბიძინა კულუმბეგოვმა; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ, კარდიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, გულის უკმარისობის ასოციაციის პრეზიდენტმა ზვიად ყიფიანმა; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა.
2021 წლის მაისიდან მოყოლებული, გაეროს ბავშვთა ფონდმა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა 14 შეხვედრა თემის ლიდერებთან, მათ შორის მასწავლებლებთან, ექიმებთან, რელიგიურ ლიდერებთან და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან, მათი ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამაში ჩართვის მიზნით. იუნისეფის ინფორმაციით, უკანასკნელი მონაცემებით დგინდება, რომ პირისპირ სწავლება არ წარმოადგენს დაინფიცირების შემთხვევების უეცარი მატების ძირითად ხელშეწყობ ფაქტორს, ხოლო მთლიანი მოსახლეობის ფონზე სკოლის პერსონალი არ არის უფრო მაღალი რისკის მატარებელი ჯგუფი. სკოლები უმნიშვნელოვანესია ბავშვების განვითარებისთვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის. მათ დახურვას გამანადგურებელი შედეგები მოჰყვება, რომლებიც ყველაზე მძიმედ მარგინალიზებულ ბავშვებზე აისახება. მწირი განათლების მქონე ბავშვები დგანან უფრო მაღალი რისკის წინაშე, ცხოვრება სიღარიბეში გაატარონ, მათი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობაც უფრო მოკლეა, ხოლო ჯანმრთელობაზე ასახული შედეგები – უფრო სავალალო.

სიახლეები

მერცის თქმით, ის და ტრამპი ერთ პოზიციაზე არიან ირანის რეჟიმის ჩამოშორების საკითხში

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ერთსა და...

სამეგრელოში,განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის...

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...