მთავარიUncategorizedთალიბანის მებრძოლები ქაბულში შევიდნენ

თალიბანის მებრძოლები ქაბულში შევიდნენ

Published on

დღეს, 15 აგვისტოს, თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში  შევიდნენ. ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე დაყრდნობით  ავრცელებს.

ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, ქალაქში თალიბანის მებრძოლები “ყველა მხრიდან” შედიოდნენ. ქალაქის გარშემო სხვადასხვა ადგილიდან სროლის ხმა გაისმა, თუმცა ქალაქზე თავდასხმა არ დაწყებულა, თალიბანი არ ჩქარობს და  ქალაქზე კონტროლს სამთავრობო ძალები ინარჩუნებს. თუმცა BBC-ის ჟურნალისტი იალდა ჰაკიმი წერს, რომ თალიბანის მებრძოლები ქალაქში ძლიერ წინააღმდეგობას არ აწყდებიან.

BBC-ს ინფორმაციით, თალიბანმა თავის მებრძოლებს ქაბულში ძალადობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დროებით მთავრობას ძალაუფლებას მშვიდობიანად გადასცემენ და დედაქალაქ ქაბულზე თალიბანის თავდასხმას არ დაიწყებს.

The Associated Press-ი ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბანის წევრები პრეზიდენტის სასახლეში მიდიან მოლაპარაკებებისთვის და ძალაუფლების გადაცემისთვის მოსამზადებლად.

CNN-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ დროებით მთავრობაში თალიბანისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის ადმინისტრაციის წევრები შევლენ.

ქალაქიდან უცხოელი დიპლომატების ევაკუაცია გრძელდება.

თუმცა ამას არ აპირებს რუსეთი. “საელჩოს ევაკუაცია არ მზადდება. რუსეთის საელჩოს თანამშრომლები წყნარად მუშაობენ და ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას”.” -აცხადებს  ავღანეთის საკითხებში პუტინის სპეციალური წარმომადგენელი ზამირ კაბულოვი

მისივე თქმით,  თალიბანმა რუსეთისა და სხვა ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს უსაფრთხოების გარანტიები მისცა.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც თალიბანის სამიზნეები ხდებიან მთავრობის ,  მედიის წარმომადგენლები, აშშ-ს სამხედროების ავღანელი თარჯიმნები.

 

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...