რატომ ახლა, როცა მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეწყვიტა ლუკაშენკოს რეჟიმთან რაიმე სახის თანამშრომლობა?

0
397

 

საქართველოს მიერ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებულ შეთანხმებას მწვავედ აკრიტიკებენ დასავლურად მოაზროვნე ადამიანები ქვეყნის შიგნით და მეგობრები მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი საქართველოს მიერ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან გაფორმებულ შეთანხმებას სამარცხვინოს უწოდებს. ის ამას საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება.

“ნამდვილად სამარცხვინოა. ცოტა ხსნის წინ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება დატოვა — თუ ამას არ დატოვებენ, კიდევ ერთი ნიშანი იქნება იმისა, რომ მათი პრიორიტეტები სხვაგან არის”, — წერს ის.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი ამბობს, რომ საქართველოს მიერ ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურთან დადებულ შეთანხმებას ვერ იჯერებს. მისი თქმით, ეს ყველაფერი “ხუმრობას ჰგავს”. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

“საქართველომ ბელარუსის კგბ-სთან დადო შეთანხმება? ვერ ვიჯერებ, კვლავ ხუმრობას ჰგავს. თუ სიმართლეა, მაშინ ეს ერთადერთ რამეს ნიშნავს — საქართველოს გზა ევროკავშირისა და NATO-სკენ ძალიან ბუნდოვანი იქნება”, — წერს ის.

 

ევროპის პარლამნეტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი სახიფათოს უწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის კგბ-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას.

“ეს მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახდენს საქართველო შეთანხმების იმპლემენტირებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როცა მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ შეწყვიტა ბელარუსთან თანამშრომლობა? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ გადასცეს ლუკაშენკოს ჟურნალისტები და ადამიანის უფლებათა დამცველები” – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე.

 

 

წინა სტატია15 აგვისტო: დადასტურდა კორონავირუსის 4 314 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 35 ადამიანი
შემდეგი სტატია ჰაიტიში ძლიერ მიწისძვრას 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური