საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის შეთანხმება დადო ბელარუსის ხელისუფლებასთან, კერძოდ, ბელარუსის კგბ-ს ეძლევა ძალიან დიდი უფლებამოსილება, მაგალითად, წვდომა საიდუმლო ბაზაზე.
ბელორუსი უფლებადამცველები ყოფილი პოლიტპატიმრები, ოპოზიცია, აცხადებენ, რომ ლუკაშენკოს ხელისუფგლებასთან გარიგება სამარცხვინოა.
ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული შეთანხმება, რომელიც მხარეებს ავალდებულებს ერთმანეთს ინფორმაცია გაუცვალონ და ითანამშრომლონ, პირველ რიგში ლუკაშენკოს რეპრესიებს გამოქცეული მოქალაქეებისთვის შეიცავს საფრთხეს
ბელარუსის ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეფასებით, “სამარცხვინოა ლუკაშენკოს რეჟიმთან რაიმე გარიგების დადება დემოკრატიული ქვეყნებისთვის”. მისი თქმით, კგბ ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც სიკვდილით ემუქრება ყველას, ვინც რეჟიმს უპირისპირდება. იგი მზად არის შეხვდეს საქართველოს ხელისუფლებას და განიხილოს რეპრესიებს გამოქცეული ბელარუსის მოქალაქეების უსაფრთხოება – განცხადებას ამის შესახებ ტიხანოვსკაიას საერთაშორისო მრჩეველი, ფრანაკ ვიაჩორკა აკეთებს.
საქართველომ უკვე მისცა თავშესაფარი მისცა ასობით ბელარუსელ ჟურნალისტს და უფლებადამცველს, რომლებსაც ემუქრებათ კგბ -სგან წამების საფრთხე. ჩვენ ძალიან ვაფასებთ გამოჩენილ სტუმართმოყვარეობას და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ გადასცემს მათ ლუკაშენკოს…
ჩვენ ძალიან გვსურს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება. ორმხრივად და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. სვეტლანა ტიხანოვსკაია დიდი სიამოვნებით შეხვდებოდა საქართველოს მთავრობას და განიხილავდა სიტუაციას ბელორუსულ ორგანიზაციებთან, ჟურნალისტებთან და უფლებადამცველებთან, რომლებიც მასობრივად გადადიან საქართველოში,” ამბობს ტიხანოვსკაიას მრჩეველი.
,,საქართველოს ხელისუფლებისგან ველით პასუხს, რას ნიშნავს ეს შეთანხმება?”, – ამბობს “მთავარ არხთან” ინტერვიუში ოპოზიციუონერი ბელარუსი ჟურნალისტი და გადატანილზე ყვება: “ციხეში ჯერ ორნი ვიყავით, მერე კიდევ ორი დაგვიმატეს ორადგილიან საკანში, ამას განგებ აკეთებენ. ღამეში სამჯერ გაღვიძებენ, გეუბნებიან “გამოდი!” და გთხოვენ ვიღაცეების დასახელებას, მერე მიდიხარ და ისევ იძინებ, მერე გაშიშვლებენ და გაყენებენ ისე, რომ ფეხები ბოლომდე გაშლილი გქონდეს, რათა დისკომფორტი შეგიქმნას.”
ბელარუსის და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა ხელი ჯერ კიდევ 2016 წელს მოაწერეს, დღეიდან ამოქმედდა.