მთავარისიახლეებიმსოფლიოავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ არ დათმობს უკანასკნელი 20 წლის მიღწევებს

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ არ დათმობს უკანასკნელი 20 წლის მიღწევებს

Published on

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ დღეს, 14 აგვისტოს  მოკლე სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, რომ არ დათმობს უკანასკნელი 20 წლის „მიღწევებს“ და რომ მიმდინარეობს „კონსულტაციები“.

ეს  ღანის პირველი საჯარო გამოსვლა იყო უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო თალიბანის ფართო მასშტაბის იერიში.

მეამბოხეებმა ხელში ჩაიგდეს ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ ავღანეთის უდიდესი ნაწილები და ახლა დედაქალაქ ქაბულის სამხრეთით იბრძვიან სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ.

გეგმის მიხედვით, ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა 31 აგვისტოსთვის უნდა დასრულდეს, რაც ბადებს ეჭვებს, შეძლებს თუ არა ხელისუფლების შენარჩუნებას ღანის მთავრობა, რომელსაც დასავლეთი უჭერს მხარს.

სიახლეები

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...

ილიაუნის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები განათლების რეფორმას ეწინააღმდეგებიან

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოებისთვის უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მიუღებელია. "3 თებერვალს...

ფსიქოტროპულების ჭარბი ოდენობით გამოწერისთვის, 10 ექიმს პასუხისმგებლობა დაეკისრა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული...