მთავარისიახლეებიკონფლიქტებიაფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახური საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ იუწყება

Published on

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ მისმა თანამშრომლებმა „ოპერატიული ინფორმაციის რეალიზაციისას ტყვარჩელის რაიონის სოფელ გალხუჭში დააკავეს ამ სოფლის მცხოვრები, საქართველოს მოქალაქე, 1962 წელს დაბადებული ვახტანგ სონღულია”.

ე.წ. უშიშროების სამსახურის თანახმად, სონღულიას სახლში აღმოჩენილია 23 ვაზნა და ხელყუმბარა

„აუცილებელია აღინიშნოს, რომ სონღულია აფხაზი ხალხის სამამულო ომის დროს, 1992-93 წლებში იყო გალის მილიციის თანამშრომელი და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა“, – ნათქვამია ე.წ. უშიშროების სამსახურის საიტზე, საიდანაც ირკვევა, რომ სონღულია ჯერ კიდევ 6 აგვისტოს დააკავეს, შემდეგ კი, გალის იზოლატორში გადაიყვანეს და მისი საქმე ტყვარჩელის პროკურატურას გადასცეს.

ინფორმაცია გუშინ, 13 აგვისტოს გახმაურდა. ამ საქმის შესახებ დამოუკიდებელი წყაროებით სხვა  დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისათვის: აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გალხუჭი დაარქვა გალის რაიონის სოფელ პატარა გალს, რომელიც 1994 წელს შეუერთა ტყვარჩელის რაიონს.

სიახლეები

ირანის ათპუნქტიანი გეგმა და ორკვირიანი ვადა აშშ-სგან – რას დათანხმდა დონალდ ტრამპი?

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დათანხმდა ირანის მიერ წარმოდგენილი ათპუნქტიანი გეგმის შესრულებას...

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...