,,ქართული ოცნების” შიდა კვლევით, პარტიას გამოკითხულთა 46,2% უჭერს მხარს, , კახა კალაძეს – 66,2%.

0
364

ქართული ოცნება საკუთარი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად პარტიას 46,2% აქვს მხარდაჭერა, კახა კალაძეს კი — 66,2%.

კვლევა მხოლოდ თბილისშია ჩატარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის განწყობებს ასახავს და მთელი ქვეყნის მასშტაბით განზოგადება შეუძლებელია.

“კვლევა ჩატარდა 2-8 აგვისტოს, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, გამოიკითხა 3 446 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია დაასახელა 2 728 რესპონდენტმა, ანუ გამოკითხულთა 79,2%-მა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 2.2%-ს. “, — განაცხადაშედეგების წარდგენისას  შალვა პაპუაშვილმა.

კახა კალაძის რეიტინგი  იმ პირობით არის დათვლილი, თუ კანდიდატებად მხოლოდ კალაძე და მელია იქნებიან.

თბილისის მერობის კანდიდატები მხოლოდ კახა კალაძე და ნიკა მელია რომ იყვნენ, ხმები ასე გადანაწილდება:

  • კახა კალაძე — 66,2%;
  • ნიკა მელია — 33,8%.

პარტიული რეიტინგების შეწონილი მონაცემები:

  • ქართული ოცნება — 46,3%;
  • ნაციონალური მოძრაობა — 23,3%;
  • გირჩი — მეტი თავისუფლება — 5,3%;
  • საქართველოსთვის — 5,2%;
  • მოქალაქეები — 3,3%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 2, 3%;
  • ლელო — 2,3%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 2,1%;
  • ევროპული საქართველო — 1,4%;
  • გირჩი — 1,2%;
  • ლეიბორისტული პარტია — 0,9%;
  • ერთიანი საქართველო — 0,8%;
  • სხვა პარტიები — 5,6%.

პაპუაშვილის თქმით, ეს კვლევები აჩვენებს, რომ ქართული ოცნების რეიტინგი თბილისის მასშტაბით, 2020 წლის პარლამენტის არჩევნების შედეგებთან შედარებით, გაზრდილია და მმართველი პარტია არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

რაც შეეხება  კვლევის ავტორს , როგორც შალვა  პაპუაშვილმა განაცხადა, ,,ეს არის  სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, რომელიც  ,,ქართულ ოცნებაში” 2020 წლიდან არის შექმნილი. ჯგუფი პროფესიონალური მეთოდოლოგიის შესაბამისად, ატარებს კვლევებს თბილისსა და სხვა ქალაქებში და ადგენს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების რეიტინგებს”. მისივე თქმით, 2020 წლის მონაცემებმა დაადასტურა, რომ ამ კვლევებს შეუძლია არჩევნების შედეგების პროგნოზირება.

 

წინა სტატიაგარდაცვლილთა შორის იმატა 35-60 წ. და ნაკლებმა ჯგუფმა, ეს კატასტროფაა – დევი ტაბიძე
შემდეგი სტატიარუხის კლინიკაში ოთხი კოვიდპაციენტი გარდაიცვალა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური