გუშინდელი მკვლელობა ინგლისის ქალაქ პლიმუთში

0
314

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ პლიმუთში ატეხილი სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვიც.

მეექვსე მკვდარი თავად თავდამსხმელია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მასში ვინმე ჯეიკ დეივისონი ამოიცნეს.

სროლის მოტივი უცნობია. პოლიციის განცხადებით, შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება.

ინცინდენტი გუშინ, 12 აგვისტოს,  საღამოს ექვსი საათისთვის მოხდა, მას შემდეგ ეს დღის თემა გახდა ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მედიისათვის

Times იტყობინება, რომ იმ ხუთი ადამიანიდან, რომელიც თავდამსმელმა იმსხვერპლა, ორი მამაკაცია, სამი – ქალი; ყველას ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიები აღმოაჩნდა სხეულში

Daily Mail ის ცნობით, დაღუპულთა შორისაა ხუთი წლის გოგონაც.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თავდამსხმელმა ჯერ ბავშვი და დედამისი მოკლა, ხოლო შემდეგ ცეცხლი გაუხსნა გამვლელებს, რომელნიც სახლიდან გაქცევის მცდელობისას შეხვდნენ.

,,შენობაში ჯერ ყვირილი და შეძახილები გაისმა, შემდეგ კი სროლაც ატყდა, იყო სამი, ოთხი, შესაძლოა მეტი გასროლაც. მერე თავდამსხმელმა ფეხით გამოანგრია კარი და პარკისკენ გაიქცა, გზადაგზა კი უთავბოლოდ ესროდა ადამიანებს ”

სხვა თვითმხილველი ამბობს, რომ კაცს შავი სამოსი ეცვა და თოფი ეჭირა ხელში.

არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა თავი, ლაპარაკია იმაზეც, რომ იგი პოლიციამ მოკლა. მაგრამ ოფიციალური ვერსია პოლიციას ჯერ არ გაუხმაურებია.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა სიმშვიდე შეინარჩუნონ და პოლიციის მითითებებს დაემორჩილონ.

წინა სტატიავაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში
შემდეგი სტატიაილია მეორე რეკომენდაციების დაცვაზე იძლევა კურთხევას
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური