მთავარიUncategorizedყვარელში, წიწკანაანთსერის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ყვარელში, წიწკანაანთსერის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

Published on

ყვარლის მუნიციპალიტეტში, წიწკანაანთსერის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები გუშინ დაღამებამდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე ღამის განმავლობაში მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე სოფლის მიმართულებით გავიდნენ დამატებითი ჯგუფები. ადგილზე ხდება მაღალი წარმადობის წყლის საქაჩი ტუმბოების (“Rosenbauer Fox4”) მობილიზება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რამდენიმე კილომეტრზე წყლის მიწოდება. ამ დროისთვის ტყეში ცეცხლის გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს და ხანძარი ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა ინფორმაცია, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში, წიწკანაანთსერის მიმდებარედ, ტყეში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

„შემოსულ შეტყობინებაზე რეაგირება დროულად მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა და ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს დროში სოფლის მიმართულებით გავიდნენ პირველი მორეაგირე ჯგუფები. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გადმოცემით, ტყეში იწვოდა ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი და არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე. ხანძრის კერამდე მისასვლელი სამანქანო გზის არარსებობის გამო, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებს რთულ რელიეფზე ფეხით გადაადგილება და ქრობის პროცესის ინდივიდუალური აღჭურვილობით დაწყება მოუწიათ.

წიწკანაანთსერის ტყეში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 60 მეხანძრე-მაშველია ჩართული. ტერიტორიის დათვალიერება მიმდინარეობს საფრენი აპარატი დრონის საშუალებით. მობილიზებულია ყველა აუცილებელი აღჭურვილობა და ტექნიკა. მიმდინარეობს აქტიური სალიკვიდაციო სამუშაოები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...